„ქართული ოცნების“ რუსთავის მერობის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ საარჩევნო პროგრამა - „ძლიერი სოციალური პოლიტიკა“ წარადგინა

„ქართული ოცნების" რუსთავის მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე, ამომრჩეველს შეხვდა და საარჩევნო პროგრამა - „ძლიერი სოციალური პოლიტიკა“ წარადგინა.

ნინო ლაცაბიძემ, ამომრჩეველს რუსთავში ჯანდაცვის, სოციალური, განათლებისა და კულტურის სფეროების განვითარების საკუთარი ხედვა და გეგმები გააცნო.

საარჩევნო პროგრამის პირველი ნაწილი, რომელიც ქალაქის მართვას და ურბანულ განვითარებას შეეხებოდა, ნინო ლაცაბიძემ გუნდთან ერთად, ამომრჩეველს გასულ კვირას წარუდგინა.

„ჩვენი საარჩევნო კამპანიის თითოეული დღე დაეთმობა სწორედ ჩვენი სამომავლო გეგმების გაჟღერებას. ჩვენი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მოვუყვთ თუ რის გაკეთებას ვაპირებთ. დღეს მოსახლეობას წარვუდგინე პროგრამა - ,,ძლიერი სოციალური პოლიტიკა", რის განხორციელებასაც ვაპირებთ განათლების, კულტურის, ჯანდაცვის მიმართულებით. ვისაუბრეთ, ასევე ინფრასტრუქტურულ და სერვისულ განვითარებაზე. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენს გუნდთან ერთად ეფექტურად შევძლებთ ძლიერი სოციალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ თითოეულ მოქალაქეს, ვისაც ამის საჭიროება ექნება, გავაგრძელებთ კიდევ უფრო ეფექტურად ჯანდაცვის სერვისებს",- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

რუსთავის მერობის კანდიდატის მოსახლეობასთან შეხვედრას და პროგრამის პრეზენტაციას, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ თვითმმართველობის არჩევნებზე წარდგენილი საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებიც დაესწრნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა