ანტონიო გუტერეში - 5 წლამდე ასაკის ავღანელი ბავშვების ნახევარზე მეტს კვების ძლიერი დეფიციტი ემუქრება

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ ავღანეთს „ჰუმანიტარული კატასტროფა“ ემუქრება და ქვეყნებს დახმარებისა და სოლიდარობისკენ მოუწოდებს.

„ავღანელ ბავშვებს, ქალებსა და მამაკაცებს საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა და სოლიდარობა ახლა ისე სჭირდებათ, როგორც არასდროს, - აღნიშნა გუტერეშმა.

მისი თქმით, ავღანეთის მოსახლეობის თითქმის ნახევარს - 18 მილიონ ადამიანს - გადარჩენისთვის სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება.

”ყოველმა მესამე ავღანელმა არ იცის, რით იკვებოს. ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების ნახევარზე მეტს მომავალ წელს კვების ძლიერი დეფიციტი ემუქრება,“- აღნიშნა გუტერრეშმა.

მან გაეროს წევრ ქვეყნებს ავღანელების დახმარებისკენ მოუწოდა.

„მოვუწოდებ მათ, უზრუნველყონ დროული, მოქნილი და ყოვლისმომცველი დაფინანსება, ”- აღნიშნა გუტერეშმა.

მისი თქმით, ჰუმანიტარული სამსახურები არ შეცვლიან ვალდებულებას, ავღანეთში დარჩნენ და ავღანელებს დაეხმარონ.

ანტონიო გუტერეშმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია, ქაბულის საერთაშორისო აეროპორტი ღია დარჩეს, რათა ხელი შეუწყოს ქვეყნისთვის დახმარების მიწოდებას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა