ირაკლი ღარიბაშვილი - ევროპარლამენტარი არ არის ჩვენი უფროსი, ჩვენი უფროსია ქართველი ხალხი - ეს იყო სესხი და დამატებითი სესხის აღებაზე ვთქვით უარი

ევროპარლამენტარი არ არის ჩვენი უფროსი, ჩვენი უფროსია ქართველი ხალხი. თუ მათ რეალურად აინტერესებთ საქმის ვითარებაში და არსში გარკვევა უნდა გაარკვიონ და არა ზედაპირული განცხადებები აკეთონ, - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

ღარიბაშვილის განმარტებით, მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანში სასამართლო სისტემის რეფორმირებაზე იყო დამოკიდებული და ამ კუთხით საქართველოს სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრების სასამართლო სისტემას.

მისივე თქმით, მიუხედავად შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტიდან გამოსვლისა, მმართველი გუნდი ერთგულია იმ რეფორმებისა, რომელიც დაიწყეს.

,,მთავრობამ სესხი აიღო 150 მილიონი ევროს ოდენობით 2020 წელს, ამ სესხიდან ნახევარი ჩამორიცხული იქნა შარშან და მეორე ნახევარი მიბმული იყო სასამართლო რეფორმაზე. მინდა ყველას შევახსენო და მათ შორის ევროპარლამენტარებს, რომლებიც დღეს გამოდიან განცხადებებით - ჩვენ კარგად ვიცით და გვახსოვს როგორი სასამართლო ჩაიბარა „ქართულმა ოცნებამ“, მას შემდეგ არაერთი რეალური და ხელშესახები რეფორმა განვახორციელეთ, რამაც რეალურად გამჭვირვალე გახადა და გახსნა ეს სისტემა. ამას გარდა, საქართველოს სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრების, სახელმწიფოების სასამართლო სისტემას, რაც ყველა კვლევით დასტურდება, მათ შორის ევროკავშირის გამოკითხვებით. ჩვენ გამოვედით ხელშეკრულებიდან ვინაიდან მეორე მთავარმა მხარემ არ მოაწერა ხელი, მათ რომ მოეწერათ ჩვენ დავრჩებოდით, ამის მიუხედავად, ვაგრძელებთ და ვართ ერთგული იმ რეფორმებისა რომელიც დავიწყეთ და აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ.

გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც არ დაფიქსირებული 10-12 წელზე მეტია, რამაც საშუალება მოგვცა ბიუჯეტში მილიარდ ლარზე მეტი დამატებითი ეკონომიკური შემოსავალი გასჩენოდა სახელმწიფოს. ჩვენ მივეცით ჩვენს თავს უფლება იმისა, რომ დაგვეწყო ეტაპობრივად საგარეო ვალის შემცირება, შარშან ჩვენ ავიღეთ 3 მილიარდის საგარეო ვალი, რაც მძიმე ტვირთად დააწვა ჩვენს ქვეყანას. ეს იყო სესხი და დამატებითი სესხის აღებაზე ვთქვით უარი, ამ სესხმა ძალიან დიდი პოლიტიკური წონა შეიძინა და სპეკულაციების საგანი თუ საფუძველი გახდა. ამ უხერხულობის თავიდან ასაცილებლად მივიღეთ გადაწყვეტილება და თავი შევიკავეთ მისი აღებისგან“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა