ირაკლი ღარიბაშვილი - რეფორმები გრძელდება, „რომი ერთ დღეში არ აშენებულა“ - ნორმალური პროცესია, რომ ევროკავშირთან არსებობს გარკვეული შეუთანხმებელი პოზიციები

სასამართლოში ძირეული რეფორმები განვახორციელეთ, ეს პროცესი გრძელდება და დრო სჭირდება, - „რომი ერთ დღეში არ აშენებულა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რითაც ევროკავშირის განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ საქართველომ ვერ შეძლო გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.

ღარიბაშვილის თქმით, ევროკავშირთან გარკვეული შეუთანხმებელი პოზიციები ნორმალურია.

„გუშინ მოვისმინეთ ევროკავშირის განცხადებაც და ნორმალური პროცესია, არსებობს გარკვეული შეუთანხმებელი პოზიციები. ვთვლით, რომ ძირეული რეფორმები განვახორციელეთ სასამართლოში და ეს პროცესი არ დასრულებულა, გრძელდება. როგორც იტყვიან, „რომი ერთ დღეში არ აშენებულა“, ამას სჭირდება დრო. ამ 8 წელში ჩვენ ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ბრიფინგი გაიმართა, სადაც ითქვა, რომ საქართველომ ვერ შეძლო სათანადოდ შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა