გიორგი გოგუაძე - პარტია „საქართველოსთვის" მხარდამჭერის სახლში პოლიციამ განჩინების და დასაბუთების გარეშე ჩხრეკა ჩაატარა

პარტია „საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი გოგუაძის განცხადებით, მმართველი პარტია წინასაარჩევნოდ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს ძალოვან უწყებებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს.

„არჩევნების მოახლოებასთან ერთად ყოველდღიურობად იქცა ჩვენი მხარდამჭერებისა და ჩვენი გუნდის წევრების მიმართ მუქარა, ზეწოლა და დაშინება.

ბოლო შემთხვევა მოხდა ხარაგაულში, სადაც პოლიციის დაახლოებით 8 თანამშრომელი შევიდა ჩვენი მხარდამჭერების სახლში, დაიწყო როგორც სახლის, ასევე ეზოს ჩხრეკა. გარდა იმისა, რომ მათ არ წარმოუდგენიათ ახსნა, განმარტება და დასაბუთება, მათ არ ჰქონდათ სასამართლოს განჩინება, მათ არ ჰქონდათ დადგენილება ამ ჩხრეკის გადაუდებლად ჩატარების შესახებ, რასაც ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა. მათ ასევე არ შეუდგენიათ ოფიციალური ინფორმაცია ჩხრეკის ჩატარების შესახებ. კიდევ უფრო სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მმართველი პარტია იყენებს წინასაარჩევნოდ პოლიტიკური მიზნებისთვის ძალოვან უწყებებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს", - განაცხადა გიორგი გოგუაძემ.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ყველა მსგავსი ფაქტის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

„ყველა მსგავსი ფაქტის შესახებ ინფორმირებული არიან ჩვენი პარტნიორები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ყველა ჩვენი მხარდამჭერის და გუნდის წევრის უფლებებს ბოლომდე დავიცავთ" - განაცხადა გიორგი გოგუაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა