ავღანეთის წინააღმდეგობის ძალებსა და „თალიბანს“ შორის შეტაკება მიმდინარეობს

ავღანეთის წინააღმდეგობის ძალებსა და რადიკალურ დაჯგუფება „თალიბანის“ “ბოევიკებს” შორის შეტაკებები მიმდინარეობს, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბრძოლა გრძელდება ფანჯშირის, ფარვანისა და ბაღლანის პროვინციების სხვადასხვა რეგიონში.

„თალიბებმა“ გუშინ განაცხადეს, რომ მათ ფანჯშირის სამი მნიშვნელოვანი რეგიონის აღება მოახერხეს და მალე "სრულ გამარჯვებას" გამოაცხადებენ, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია მოგვიანებით, წინააღმდეგობის ძალებმა უარყვეს.

შეგახსენებთ, „თალიბები“ 15 აგვისტოს ქაბულში შეიჭრნენ და რამდენიმე საათში დედაქალაქზე სრული კონტროლი მოიპოვეს. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ გადადომის შესახებ განცხადება გააკეთა და ქვეყანა დატოვა. ვიცე -პრეზიდენტმა ამრულა სალეჰმა განაცხადა, რომ არსებულ ვითარებაში კონსტიტუცია მას უფლებას ანიჭებდა, დროებითი პრეზიდენტი გამხდარიყო და ავღანელ ხალხს მოუწოდა, „თალიბანის“ წინააღმდეგ მოძრაობას შეერთებოდნენ. შეიარაღებულ წინააღმდეგობას ქვეყნის ფანჯშირის პროვინციაში აჰმად მასუდი ხელმძღვანელობს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია