ინდოეთში ამოუცნობი დაავადებისგან 50 ადამიანი დაიღუპა, რომელთა უმრავლესობა ბავშვია - ასობით ადამიანი საავადმყოფოებშია გადაყვანილი

ინდოეთის უტარ პრადეშის შტატში ამოუცნობი ცხელებისგან მინიმუმ 50 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის უმრავლესობა ბავშვია, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ასობით ადამიანი საავადმყოფოებშია გადაყვანილი.

დაავადებულების უმრავლესობას აღენიშნება მაღალი ტემპერატურა, ოფლიანობა, სახსრებისა და თავის ტკივილი, გაუწყლოება და გულისრევა. ზოგიერთს ფეხებსა და მკლავებზე გამონაყარი უჩნდება.

აღსანიშნავია, რომ არცერთ დაღუპულს კოვიდ 19 არ დადასტურებია.

ექიმები აცხადებენ, რომ პაციენტების დაღუპვის მიზეზი, სავარაუდოდ დენგეა, ვირუსული ინფექცია, რომლის ძირითად გადამტანს კოღო წარმოადგენს. მედიკოსები განმარტავენ, რომ ჰოსპიტალიზებული პაციენტების უმეტესობას თრომბოციტები შემცირებული აქვს, რაც დენგეს მძიმე ფორმისთვისაა დამახასიათებელი.

მსოფლიოში დაფიქსირებული დენგეს შემთხვევების დაახლოებით 70% აზიის ქვეყნებზე მოდის. დაინფიცირებულ ბავშვებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი მოზრდილებთან შედარებით 5-ჯერ მეტია.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია