დავით ზალკალიანი - ოპონენტები შეეცადნენ ევროკავშირის პოზიცია ამ ტრანშთან დაკავშირებით წარმოეჩინათ ისე, რომ ეს არის სამყაროს დასასრული

ოპონენტები შეეცადნენ ევროკავშირის პოზიცია ამ ტრანშთან დაკავშირებით წარმოეჩინათ ისე, რომ ეს არის სამყაროს დასასრული ასე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ევროკავშირის მხრიდან 75 მილიონი ევროს ჩარიცხვას ეხებობდა იმ შემთხვევაში, თუ საქართველო მასზე უარს არ იტყოდა.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, ჩვენი ქვეყნის სუვერენული უფლებაა, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან და სიტუაციიდან გამომდინარე, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას მძიმე ტვირთად არ დააწვება.

„ევროკავშირი აღნიშნავს, რომ ის რაღაც ნაწილში იღებს იმ რეფორმებს, რომელიც მართლმსაჯულების მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა, რაღაც ნაწილში ის ამბობს, რომ ეს არის არასაკმარისი. გვესმის, რომ ეს პირობითობა იყო ჩადებული, არავინ უარყოფს ამას. ჩვენ ვამბობთ და ჩვენი პოზიცია არის დაფუძნებული იმ სამართლებრივ შეფასებებზე, რომელსც აკეთებენ იურისტები და ასევე, ვენეციის კომისია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები მნიშვნელოვანწილად არის შესრულებული. აქ არის განსხვავებული აღქმები ჩვენსა და ევროკავშირს შორის და ეს იწვევს აქ პოზიციიების შეუსაბამობას.

ჩვენი ქვეყნის სუვერენული უფლებაა, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან და სიტუაციიდან გამომდინარე, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას მძიმე ტვირთად არ დააწვება.

ოპონენტები შეეცადნენ ეს განცხადება და ევროკავშირის პოზიცია ამ ტრანშთან დაკავშირებით წარმოეჩინათ ისე, რომ ეს არის სამყაროს დასასრული, რომ ეს არის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დასრულება. სანამ ეს გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, ვნახეთ რა სპეკულაცია მოყვა იმ შეხვედრებს და დისკუსიებს, რომელიც ამ ტრანშის მომავალ ბედთან დაკავშირებით იყო. თითქოს, ეს იყო სადამსჯელო, თავად წარმოაჩინეს ეს“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა