ვლადიმერ პუტინი - აშშ-ს ძალების ავღანეთში ყოფნამ ნულოვანი შედეგი მოიტანა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ აშშ-ის ჯარების ავღანეთში ყოფნას ტრაგედიისა და სიცოცხლის დაკარგვის გარდა არანაირი შედეგი მოუტანია.

„ამერიკული ძალები ამ ტერიტორიაზე 20 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ და 20 წლის განმავლობაში ცდილობდნენ იქ მცხოვრები ადამიანების ცივილიზებას, თავიანთი ცხოვრების ნორმების და სტანდარტების დანერგვას. ამის შედეგი არის მხოლოდ ტრაგედიები და მსხვერპლი მათთვის, ვინც ეს განახორციელა - შეერთებული შტატებისთვის და მით უფრო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ავღანეთის ტერიტორიაზე. შედეგი არის ნული, თუ არა უარყოფითი,“ - აღნიშნა პუტინმა.

შეგახსენებთ, ავღანეთში დარჩენილმა სამხედროებმა ქვეყანა დათქმულ ვადაში, 31 აგვისტომდე დატოვეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო