სერგეი ლავროვი - თუ საქართველო რუსეთთან, როგორც მეზობელთან, ნორმალურად ცხოვრებისთვის მზად არის, მოსკოვი ურთიერთობების აღსადგენად მზადაა

თუ საქართველო რუსეთთან, როგორც თავის მეზობელთან, ნორმალურად ცხოვრებისთვის მზადაა, მოსკოვი ურთიერთობების აღსადგენად მზადაა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„თუ საქართველოს ნამდვილად სურს არ გაითამაშოს რუსეთის კარტი დასავლეთის მფარველობის შენარჩუნებისთვის, არამედ ჩვენთან, როგორც მეზობლებთან, ნორმალური ცხოვრება სურს, ჩვენ ამისთვის მზად ვართ ნებისმიერ დროს“, - აღნიშნა ლავროვმა.

მან ასევე კიდევ ერთხელ გაიხსენა თბილისში, საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის სხდომა და მაშინ განვითარებული მოვლენები.

„გვქონდა განზრახვა, გვეპასუხა ქართველი მეზობლისთვის, როცა მათ უვიზო რეჟიმი შემოიღეს ჩვენი მოქალაქეებისთვის. თავდაპირველად მაინც ვაკვირდებოდით, რა ხდებოდა და, რა თქმა უნდა, არავის ვუკრძალავთ საქართველოში ჩასვლას. დაახლოებით წელიწადნახევრის წინ მზადაც კი ვიყავით საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოსაღებად, მაგრამ მოხდა არასასიამოვნო ინციდენტი, უხეში პროვოკაცია რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის წინაღმდეგ თბილისში საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის სხდომაზე“, - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპს, პეკინის საპასუხოდ გარდა იმისა, რომ ევროპას და უკრაინას დაეხმაროს, სხვა სვლა აღარც აქვს დარჩენილი
ანდრო გოცირიძე - ხელისუფლების დაკარგვის შიშით „ქართულმა ოცნებამ“ პროდასავლური კურსი შეცვალა, ორიენტაცია დათმო, დემოკრატიას ძირი გამოუთხარა და რუსული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობას შეუდგა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.09.2025
„თიბისიმ“ აზიის განვითარების ბანკის „ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაჯილდოებაზე“ სამი ჯილდო მოიპოვა
1200 ადამიანზე გათვლილი საკონცერტო დარბაზი წინანდალში - „სილქ როუდ ჯგუფი“ ახალ პროექტს აანონსებს
ბაზისბანკი სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია | კინოფესტივალს მესტია წელს მეხუთედ უმასპინძლებს
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიხსნა
Porsche-ს ქართველი ენთუზიასტებისთვის დახურული Nürburgring Nordschleife