კახა კუჭავა - დღეს მეკითხებოდნენ, გადაუხვია თუ არა ქვეყანამ დასავლურ გზას - როგორ შეიძლება საქართველომ გადაუხვიოს დასავლურ გზას, როდესაც ეს არის ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანი

დღეს მეკითხებოდნენ გადაუხვია თუ არა ჩვენმა ქვეყანამ დასავლურ გზას. როგორ შეიძლება გადაუხვიოს საქართველომ დასავლურ გზას, როდესაც ეს არის ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავა სამტრედიაში კანდიდატის წარდგენაზე განაცხადა.

კახა კუჭავამ მოქალაქეებს „ქართული ოცნების კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, დასავლური გზა არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი. მისივე თქმით, საქართველო ევროპულ ინტეგრაციას აუცილებლად მიაღწევს.

„მოგესალმებით სამტრედიელებო. ჩემთვის დიდი პატივია დღეს თქვენს წინაშე წარვსდგე და მოგესალმოთ ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმიდან. ადამიანი, რომელიც გამოირჩეოდა თანამედროვეობისადმი უნიკალური ხედვით, თუ როგორ შეექმნა, წარმოეჩინა და დაენერგა ის სიახლეები, რომელიც ხალხისთვის იქნებოდა სიკეთის მომტანი. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ მისი მიღწევები, რომლითაც დღესაც ვამაყობთ და დღესაც ხელშესახებია.

ჩემთვის განსაკუთრებულად სიმბოლურია დღეს ამ ადგილიდან მოგმართოთ, რადგან სწორედ ეს ადგილია და ეს ადამიანია, რომელიც თანამედროვე, მოდერნიზებულ საქართველოსთან ასოცირდება, - საქართველოსთან, რომლის ერთადერთი გზა და მომავალი არის ევროპა. დღეს მეკითხებოდნენ გადაუხვია თუ არა ჩვენმა ქვეყანამ დასავლურ გზას. როგორ შეიძლება გადაუხვიოს საქართველომ დასავლურ გზას, როდესაც ეს არის ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანი. დღეს მაქსიმუმზეა პროცენტული მაჩვენებელი მოსახლეობისა, რომელიც მხარს უჭერს ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას და ეს გზა შეუქცევადია და ჩვენ ნამდვილად მივაღწევთ ამ მიზანს. ამისათვის აუცილებელია ერთად დგომა - ვგულისხმობ ძლიერ ცენტრალურ ხელისუფლებას, რომელსაც აქვს ხედვა, თუ როგორ განავითაროს ქვეყანა, თითოეული რეგიონი. ასევე ძლიერი თვითმმართველობა და ძლიერი მუნიციპალიტეტები საწინდარია იმის, რომ ვიხილოთ ძლიერი საქართველო.

ამომრჩევლისგან მხარდაჭერა არ არის მხოლოდ არჩევნებზე მისვლა. ეს არის ყოველდღიური მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში-მერთან და საკრებულოსთან ერთად. ეს არის ახალგაზრდობის ჩართულობა და მათთვის მეტი შესაძლებლობის შექმნა. მით უმეტეს, როდესაც ვლაპარაკობთ ქალაქზე და მუნიციპალიტეტზე, სამტრედიაზე, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა საკვანძო ფუნქციით და ნამდვილად გადამწყვეტ როლს ასრულებდა საქართველოს ეკონომიკაში ათწლეულების მანძილზე. დღეს ამას დაემატა კოპიტნარის აეროპორტი, რომელიც იცით თუ როგორ ვითარდება. ეს არის დამატებითი შესაძლებლობები, რომელიც უნდა დავინახოთ და მერის მხარდაჭერით ადგილობრივი თვითმმართველობისა და ცენტრალური ხელისუფლების თანამშრომლობით ვიხილოთ ძლიერი რეგიონები.

სოფლის მეურნეობის მიმართულებით დიდხანს არ ვისაუბრებ. ამ მხრივ, ძალიან ბევრი პროგრამაა, რომელიც „ქარული ოცნების“ დროს შეიქმნა და უნდა გამოვიყენოთ. შეიძლება უკეთესი პროგრამებიც იქნას მოფიქრებული, რომელიც მორგებული იქნება კონკრეტულ რეგიონებზე. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ახალგაზრდების ჩართულობა, რომ კიდევ მეტი შესაძლებლობა გავაჩინოთ. ტურიზმზე როდესაც ვსაუბრობ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა, არ შეიძლება სამტრედია გამოვტოვოთ.

სამტრედია აკავშირებს დასავლეთს აღმოსვლეთთან და სამხრეთს ჩრდილოეთთან და ყველამ აქ უნდა გაიაროს. მე მაქვს იმედი, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ აბსოლუტურად ახალი ხედვა წარმოვადგინოთ, თუ როგორ უნდა განვავითაროთ სამტრედია. ათწლიანი გეგმის განხორციელება, რომელიც მთავრობამ წარმოადგინა, საჭიროებს ძლიერ მერს და ძლიერ საკრებულოს. ამიტომ, მოგიწოდებთ აქტიურობისკენ, მოგიწოდებთ მხარი დაუჭიროთ ჩვენს კანდიდატს, რომლის გამარჯვებაში ჩვენ ეჭვი არ გვეპარება. მოგიწოდებთ მხარი დაუჭიროთ „ქართულ ოცნებას“, რომლის გამარჯვებასაც ალტერნატივა არ აქვს.

დარწმუნებულები ვართ, რომ 2 ოქტომბერს ვიზეიმებთ ძლიერ გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, შევძლებთ ყველა იმ ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი რეფორმის გატარებას და დასრულებას, რომელსაც მოსახლეობა და ჩვენი პარტნიორები ელოდებიან ჩვენგან“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა