ისრაელი საგარეო საქმეთა მინისტრი - აშშ-ის გეგმა იერუსალიმში საკონსულოს ხელახლა გახსნასთან დაკავშირებით ცუდი იდეაა

ისრაელი აცხადებს, რომ იერუსალიმში საკონსულოს ხელახლა გახსნასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების გეგმა „ცუდი იდეაა" და შესაძლოა პრემიერ-მინისტრს ნაფტალი ბენეტის ახალი მთავრობის დესტაბილიზაციის მიზეზი გახდეს.

„ვფიქრობთ, რომ ეს ცუდი იდეაა. იერუსალიმი მხოლოდ და მხოლოდ ისრაელის სუვერენული დედაქალაქია და, შესაბამისად, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს კარგი იდეაა. ვიცით, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია სხვაგვარად უყურებს ამ საკითხს, მაგრამ რადგან ეს ისრაელში ხდება, დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი ძალიან ყურადღებით მოგვისმენენ,“- აღნიშნა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაირ ლაპიდმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ცნობისათვის, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ იერუსალიმთან დაკავშირებით ისრაელის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვის ნიშნად აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანა და საკონსულოც ამ მისიას მიაკუთნა. აშშ-ის ამ ნაბიჯს პალესტინელების მხრიდან პროტესტი მოჰყვა, რადგან ისინი იერუსალიმს მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქად განიხილავენ.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ აღადგენს კავშირებს პალესტინელებთან, მხარდაჭერა გამოუცხადა ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გამოსავალს და იერუსალიმში საკონსულოს ხელახლა გახსნა დააანონსა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა