მამუკა გამყრელიძე - პრემიერ-მინისტრის განცხადებები აცდენილია ქვეყნის გარანტირებულ დასავლურ კურსს

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანი მამუკა გამყრელიძე პრემიერ - მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს ეხმაურება.

„საქართველოს კონსტიტუციით აქვს განსაზღვრული დასავლური კურსი. პრემიერ -მინისტრის განცხადებები, სრულიად აცდენილია ქვეყნის გარანტირებულ დასავლურ კურსს, რაც არ არის თანხვედრაში კონსტიტუციასთან. როდესაც აცხადებ, რომ არ ითვალისწინებ პარტნიორების მოსაზრებებს, ასეთ კონტექსტში და ასეთი ტონალობით პარტნიორებთან საუბარი მიუღებელია.

ცხადია, მთავრობა თავს არიდებს შარლ მიშელის დოკუმენტის ვალდებულებებს, მათ შორის, უარს ამბობს ამ შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პირობის, სასამართლო რეფორმის შესრულებაზე, რის გამოც ავტომატურად სცილდება ევროსივრცეს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მამუკა გამყრელიძის შეფასებით, „რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ხელიდან არ უშვებს შესაძლებლობას, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების ყოველ ასეთ განცხადებაზე, ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობებზე ალაპარაკდეს.

„სერგეი ლავროვის გამოხმაურება სწორედ პრემიერ - მინისტრის ამ განცხადებებს მოჰყვა. მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თუ საქართველო მზად არის ჩვენთან ურთიერთობისთვის, ჩვენ მზად ვართ ამ ურთიერთობის აღდგენისთვისო. სწორედ ეს იწვევს გარკვეულ საფრთხეს.

პრემიერ - მინისტრი ვალდებულია, მოვისმინოთ მისგან ახსნა - განმარტება, რა საჭიროა ისეთი განცხადებების გაკეთება, რომელიც იწვევს ურთიერთობის გაფუჭებას ევროკავშირთან და რომელიც მეორეს მხრივ, სერგეი ლავროვს აძლევს შესაძლებლობას, საქართველოს მზადყოფნის შემთხვევაში ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი დაიწყოს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მამუკა გამყრელიძის განცხადებით, შექმნილ სიტუაციაში პარლამენტში მყოფმა ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა მოითხოვონ საგანგებო სესიის მოწვევა და მოისმინონ პრემიერის ახსნა - განმარტებები მის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.

„იმ ვითარების ფონზე, აუცილებელია პარლამენტის ოპოზიციურმა პარტიებმა უზრუნველყონ საგანგებო სესიის მოწვევა და პრემიერ - მინისტრის მოსმენა, იცვლება თუ არა ქვეყნის კურსი. სხვა შემთხვევაში ვერ ვხედავ, საპარლამენტო საქმიანობის არსს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ უნდა დატოვონ პარლამენტი“, - აცხადებს პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანი მამუკა გამყრელიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა