სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - სომხეთი მზად არის განაახლოს მოლაპარაკებები ყარაბაღის დარეგულირების საკითხზე

ერევანი მზად არის, განაახლოს მოლაპარაკებები ყარაბაღის დარეგულირების საკითხზე თანასწორობისა და ძალის გამოუყენებლობის საფუძველზე, - ამის შესახებ „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა.

„სომხეთს არაერთხელ განუცხადებია მაღალ დონეზე, რომ მზად არის მშვიდობიანი პროცესის გასაახლებლად მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით, კარგად ნაცნობი პრინციპების საფუძველზე, ანუ ძალის გამოუყენებლობის, თანასწორობის, ხალხთა თვითგამორკვევისა და ტერიტორიული მთლიანობის საფუძველზე. 9 ნოემბერს სამმხრივ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, თანათავმჯდომარეებმა რიგი განცხადებები გააკეთეს. სომხური მხარე ამ განცხადებებს მიესალმა, რადგან ჩათვალა, რომ ისინი იყო საგზაო რუკა რეგიონში მშვიდობისთვის“, - განაცხადა მირზოიანმა.

მანვე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი არ ასრულებს შეთანხმებას, რაც, პირველ რიგში, გამოიხატება ყველა სამხედრო და სხვა ტყვეების დაბრუნებაში. მანვე ბაქო სომხეთის ტერიტორიაზე შეჭრასა და ცრუ ტერიტორიულ პრეტენზიებში დაადანაშაულა.

„სომხური მხარე თანმიმდევრულად განაგრძობს არცახის ხალხის უფლებების წინ წამოწევას თვითგამორკვევის, საკუთარ სამშობლოში თავისუფლად და ღირსეულად ცხოვრების შესახებ“, - განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

იოსებ ბარათაშვილი - თუ უმოკლეს ვადებში არ გამოქვეყნდა რა აუცილებლობით კეთდებოდა ფარული ჩანაწერები, ხელისუფლებას მოუწევს პასუხისმგებლობის აღება ძალზე მძიმე ბრალდებაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2021
ირაკლი მელაშვილი - იმგვარ ვითარებაში, რომელშიც ვართ, საქართველოში ძალოვნებმა დაღუპეს ყველა ხელისუფლება და ახლა დაღუპავენ ამ ხელისუფლებასაც
BDO Digital-ი კომპანიებს აქტივების მართვის თანამედროვე გადაწყვეტას სთავაზობს
ქართული უნივერსიტეტი საერთაშორისო კონკურსში ნომინაციის ,,მომავლის განათლება’’ გამარჯვებული გახდა
კახა ოქრიაშვილი - დღესვე გადადგეს სუს-ის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი და ეს უწყება დაიშალოს სამ სტრუქტურად
ტერაბანკის შეღავათიანი ბიზნეს სესხი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მონაწილეებისთვის
საქართველოში მალე იურისტების ყველაზე დიდი ციფრული პლატფორმა - LawPort ჩაეშვება