ნიგერიის სკოლიდან შეიარაღებულმა პირებმა 70-ზე მეტი მოსწავლე გაიტაცეს

დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა ნიგერიის შტატ ზამფარას ერთ-ერთი სკოლიდან 73 მოსწავლე გაიტაცეს, - ამის შესახებ ინფორმაციას მედია საშუალებები ნიგერიის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, გატაცებული მოსწავლეების უსაფრთხოდ გადასარჩენად პოლიციამ სამძებრო-სამაშველო ჯგუფის მობილიზება განახორციელა.

ზამფარის პოლიციის კომისრმა აიუბა ელკანამ განაცხადა, რომ შტატის დედაქალაქ გუსაუში, მთავრობის განკარგულებით, ყველა დაწყებითი და საშუალო სკოლა დროებით დაიხურა.

ამასთან, კომისრის ინფორმაციით, ბანდიტიზმისა და გატაცების აღსაკვეთად შტატის ნაწილში ე.წ. ღამის კომენდანტის საათი დაწესდა.

ნიგერიის სკოლებზე შეიარაღებული თავდასხმა და მოსწავლეების გატაცება ხშირია, რასაც არაერთი მოსწავლისა თუ მასწავლებლის სიცოცხლე ეწირება.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს