აშშ უკრაინას, თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, 60 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

შეერთებული შტატები უკრაინას უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით 60 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს, - ამის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ აშშ-ისა და უკრაინის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

„აშშ უსაფრთხოების სფეროში 60 მილიონი დოლარის ახალ პაკეტს გამოყოფს, მათ შორის „ჯაველინის“ სისტემებსა და სხვა თავდაცვით ლეტალურ და არალეტალურ საშუალებებს, რაც უკრაინას შესაძლებლობას მისცემს უფრო ეფექტურად დაიცვას თავი რუსეთის აგრესიისგან,“- ნათქვამია განცხადებაში.

დოკუმენტის თანახმად, 2014 წლიდან აშშ-მა 2.5 მილიარდი დოლარი გამოყო უკრაინის ძალების მხარდასაჭერად, მათ შორის 400 მილიონ დოლარზე მეტი მიმდინარე წელს.

ერთობლივი განცხადება აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ ზელენსკის თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო