დიმიტრი პესკოვი - აშშ-ს მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევა, შესაძლოა, კიევის არაპროგნოზირებადი ქმედებების მიზეზი გახდეს

აშშ-ის გეგმა კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევასთან დაკავშირებით, შესაძლოა, უკრაინის მიერ ქვეყნის სამხრეთ -აღმოსავლეთით არებული კონფლიქტის ძალისმიერად გადაწყვეტის მცდელობებში არაპროგნოზირებადი ქმედებების მიზეზი გახდეს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ ყურადღება გავამახვილეთ აშშ -ის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის გეგმებზე. მიგვაჩნია, რომ ეს პოტენციურად შეიძლება იყოს მიზეზი უკრაინის მხარის არაპროგნოზირებადი ქმედებების სამხრეთ -აღმოსავლეთით შიდა უკრაინული კონფლიქტის ძალისმიერად გადაწყვეტის მცდელობების თვალსაზრისით. ეს ძალიან საშიშია ", - განაცხადა პესკოვმა.

სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ აშშ-სა და უკრაინის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები უკრაინას უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით 60 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო