გიორგი ვაშაძე - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეცდომა აღიარა

„მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აღიარა ის შეცდომა, რაც ადრე, 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელის არმოწერით დაუშვა.

როგორც მან თბილისის მერობისა და საკრებულოს კანდიდატების წარდგენისას განაცხადა, ეს არის ნათელი მაგალითი იმ ორპოლუსიანობის, რომელიც ქვეყანაში უნდა შეიცვალოს.

„დღეს ქვეყანა ორპოლუსიანი პოლიტიკის პირობებში ცხოვრობს. ამის ნათელი მაგალითი არის 19 აპრილის შეთანხმება. შეგახსენებთ, ჩვენ, იმ პოლიტიკურმა პარტიებმა თუ ინდივიდებმა, ვინც 19 აპრილის შეთანხმება გავხადეთ შესაძლებელი, ამით გამოვკვეთეთ საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის გზა. ამით გამოვკვეთეთ საქართველოს ეკონომიკური განვითარების გზა. „ქართულმა ოცნებამ“ მაშინ რის ვაი ვაგლახით ხელი მოაწერა ამ შეთანხმებას და მერე გამოგვიცხადა, რომ ეს შეთანხმება დატოვა. გუშინ გავიგეთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რითაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეცდომა აღიარა. დიახ, შეცდომა აღიარა, რომელიც მან დაუშვა მაშინ, როცა თავის დროზე შეთანხმების ხელმოწერაზე უარი თქვა. გავიხსენოთ რამხელა კრიტიკის, თავდასხმისა და ლანძღვა-გინების ქარ-ცეცხლში იყვნენ ის ოპოზიციური ძალები, ვინც შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ეს არის ნათელი მაგალითი იმ ორპოლუსიანობის, რომელიც ამ ქვეყანაში შესაცვლელია, რომელმაც პერსპექტივა უნდა მოუტანოს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, სოფლებს, რაიონებს, ქალაქებს. ამისთვის ვამბობთ, რომ უნდა გავერთიანდეთ“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 19 აპრილის შეთანხმებას ხელი მოაწერა. პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განმარტებით, მიუხედავად 19 აპრილის დოკუმენტში პარტიისთვის მიუღებელი გარკვეული დებულებებისა, რის გამოც ამ დრომდე პოლიტიკურმა სუბიექტმა შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, "არსებული უმძიმესი სახელმწიფოებრივი რისკების შეფასების შემდეგ", შექმნილ მდგომარეობაში თავს ვალდებულად მიიჩნევენ საკუთარ მოსაზრებებზე მაღლა დადგნენ და 19 აპრილის შეთანხმებას ხელი მოაწერონ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა