გიორგი კანდელაკი - ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ უარი უთხრა ლატვიას რამდენიმე ათეული ათასი ხარისხიანი ვაქცინის ჩუქებაზე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი კანდელაკის განცხადებით, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ლატვიას რამდენიმე ათეული ათასი ვაქცინის ჩუქებაზე უარი უთხრა.

როგორც კანდელაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ქმედება ხელისუფლების მხრიდან უპასუხისმგებლობაა.

„დღეს, როცა ასე მძვინვარებს პანდემია, როცა ასეთი დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი, როცა მხოლოდ აგვისტოში საქართველომ დაკარგა 1600-მდე ადამიანი, როცა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს უარი ეთქვა ბალტიის ქვეყნებში ვიზიტზე 5 ივლისის მოვლენების ფონზე და იმის ფონზე, რომ ღია ალიანსში შევიდა მთავრობა რუსეთთან დაკავშირებულ ექსტრემისტებთან, რომლებმაც 5 ივლისს მოაწყევს მასობრივი ორგანიზებული ძალადობა, სწორედ ამ პერიოდში საქართველოს მთავრობამ უარი უთხრა ლატვიას რამდენიმე ათეული ათასი ხარისხიანი ვაქცინის ჩუქებაზე. კერძოდ საუბარია, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია 50 000 დოზა „ასტრაზენეკაზე“. მაშინ, როცა მთავრობამ ფაქტობრივად არაფერი არ გააკეთა, რომ მაღალ ნიშნულზე მიეყვანა მასწავლებლების ვაქცინაცია, რატომ არ შეიძლებოდა რომ თუნდაც ეს 50 000 დოზა ვაქცინა გამოყენებულიყო მასწავლებლების და სკოლის დანარჩენი პერსონალის ვაქცინაციისთვის, იმისთვის, რომ 15 სექტემბერს სწავლა დაწყებულიყო საკლასო ოთახებში და არა დისტანციურად. რამხელა სტრესია დისტანციური სწავლა განსაკუთრებით დაბაკლასელი ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის. ამ ფონზე უარყოფა ხარისხიანი ვაქცინების ჩუქებაზე, რბილად რომ ვთქვათ არის უპასუხისმგებლო საქციელი,“ - განაცხადა კანდელაკმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია