ესპანეთის რამდენიმე ქალაქში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია და პრობლემები შექმნა.
მედიის ინფორმაციით, ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, საავტომობილო გზებისა და სარკინგზო ხაზების ნაწილი დაკეტილია.
განსაკუთრებით დაზარალდა კატალონიის ჩრდილოეთ-აღმოსავეთ რეგიონში მდებარე სანაპირო ქალაქი ალკანარი, სადაც ქუჩებში მოვარდნილმა ნიაღვარმა ავტომობილები, ავეჯი და ხეები წაიღო. საგანგებო სიტუაციების სამსახურების თანამშრომლებმა ათობით ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
ძლიერი წვიმამ და წყალდიდობამ ასევე დააზარალა კასტილია-ლა მანჩასა და ნავარას რეგიონებიც, შეაფერხა ჩქაროსნული სარკინიგზო კავშირი ესპანეთის დედაქალაქ მადრიდსა და ტოლედოს შორის.
დაშავებულების ან გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხდა, რომ ის სოლიდარობას უცხადებს დაზარალებულ რაიონებში მცხოვრებლებს და მათ მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"