პოლონეთის თავდაცვის უწყება - ჩვენ ვიღებთ ყველა აუცილებელ ზომას რუსეთ-ბელარუსის სამხედრო წვრთნების დროს შესაძლო საფრთხეების ან პროვოკაციების გასანეიტრალებლად

პოლონეთი დგამს ყველა საჭირო ნაბიჯს იმისათვის, რომ აღკვეთოს ნებისმიერი საფრთხე, რომელიც შეიძლება შეიქმნას რუსული არმიის მიერ ბელარუსში ორგანიზებული სამხედრო წვრთნების დროს, რომელიც 10 სექტემბერს დაიწყება,- Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

”ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას ამ სწავლების მონიტორინგისთვის. ამავდროულად, ჩვენ ვიღებთ ყველა აუცილებელ (პოლიტიკურ და სამხედრო) ზომას შესაძლო საფრთხეების ან პროვოკაციების გასანეიტრალებლად,“- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რუსეთ-ბელარუსის სამხედრო წვრთნები "დასავლეთი -2021" 10-16 სექტემბერს რუსეთისა და ბელარუსის ტერიტორიებზე გაიმართება და მასში ათასობით სამხედრო, ასევე ტანკები, არტილერია და საფრენი აპარატები იქნება ჩართული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო