აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოსა და სხვა ქვეყნებს ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში აღმოჩენილი დახმარებისთვის მადლობას უხდის

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე პოლიტიკის საკითხებში ვიქტორია ნულანდი საქართველოსა და სხვა ქვეყნებს ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში აღმოჩენილი მნიშვნელოვანი დახმარებისთვის მადლობას უხდის.

„ჩვენ უაღრესად მადლობელი ვართ იმ ქვეყნების, რომლებმაც მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიეს ჩვენი ევაკუაციის პროცესს, პარტნიორებისა და მოკავშირეების - ბაჰრეინის, დანიის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საქართველოს, უნგრეთის, იტალიის, კოსოვოს, ქუვეითის, პაკისტანის, კატარის, ესპანეთის, შვეიცარიის, თურქეთის, უკრაინის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, გაერთიანებული სამეფოსა და სხვების - რომლებმაც ხელი შეუწყვეს ამერიკელების და სხვების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას,“- განაცხადა ნულანდმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, აშშ-ის მჭიდრო კოორდინაციას მოკავშირეებსა და პარტნიორებთან გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს როგორც ევაკუაციის, ასევე განსახლების საკითხებში.

მისი თქმით, ავღანეთიდან 23 000 ადამიანი, მათ შორის აშშ-ის 6 000 მოქალაქე, გაიყვანეს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა