ანონსი  3 სექტემბერი

3 სექტემბერს, 11:00 საათზე, „ლელოს“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი მედეა მეტრეველი გამართავს ბრიფინგს თემაზე: "ურბანული გენოციდი". ბრიფინგს დაესწრება „ლელოს“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე.

მის: ვაკე, ყიფშიძის 1

საკონტაქტო - 555 63 66 36

3 სექტემბერს, 11:00 საათზე, პარტია „ხალხისთვის“ ლიდერის, თბილისის მერობის კანდიდატის ანა დოლიძის ორგანიზებით იგეგმება დედების მარში.

მის: ბესარიონ ჟღენტის 5

საკონტაქტო: 599 43 74 03

3 სექტემბერს, 12:00 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროში ეკატერინე ტიკარაძე კოვიდ კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდება.

მის. აკ. წერეთლის 144. მეოთხე სართული. ​

3 სექტემბერს, 12:00 საათზე, ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდება და ინფორმაციას მიაწვდის ცესკოში ახალი ინფორმაციის დაცულობის ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით.

მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი #138

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო)

3 სექტემბერს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში ეკონომიკის საკითხების ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: „ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების საკითხი. საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობა"

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

3 სექტემბერს, 12:00 საათზე, მიწისქვეშა ბაზრობის მოვაჭრეები, „ლეიბორისტული პარტიის" თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატ ლაშა ჩხარტიშვილისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად აქციას გამართავენ, რომელიც თბილისის მერიასთან გადაინაცვლებს.

მის: სადგურის მოედანი, (თამარ მეფის გამხირის კუთხეში)

საკონტაქტო: ელენე ბერიძე 597 001 923

3 სექტემბერს, 12:00 საათზე, რკინიგზის სადგურის მოედანზე მოვაჭრეები შეიკრიბებიან, რომლებმაც პარტიის „ელენე ხოშტარია - დროა“ იურისტების გუნდის დახმარებით, მერიაში შესატანად წერილი მოამზადეს და მსვლელობით თბილისის მერიასთან გადაინაცვლებენ.

საკონტაქტო: შუშანა მაცაბერიძე - 598642956

3 სექტემბერს, 12:00 საათზე, „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი” სხვადასხვა სფეროს ექსპერტებთან ერთობლივ შეხვედრას გამართავს.

მის: ჭოველიძის 10

3 სექტემბერს, 12:00 საათზე, სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია” და საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაცია წარმოადგენენ ახალ ინიციატივას - სამოქალაქო საარჩევნო კომისია. აღნიშნულთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავენ: შოთა დიღმელაშვილი, გიორგი მშვენიერაძე, აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე

მის: პეკინის 34, ბიზნესცენტრი საბურთალო (ყაზბეგის და პეკინის გამზირის კვეთა)

3 სექტემბერს, 13:00 საათზე, „ლელოს“ საბურთალოს მაჟორიტარი კანდიდატი ვატო სურგულაძე ჯანდაცვის სამინისტროსთან მხარდამჭერებთან ერთად გამართავს აქციას - ტიკარაძე კლავს!!!

მის: წერეთლის გამზ 144

3 სექტემბერს, 14:00 საათზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მის: საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

3 სექტემბერს, 18:00 საათზე, რუსთავში, „ლელოს“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე და „ლელოს“ წევრი, საკრებულოს თავმჯდომარეობის ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი ნინო იმედაშვილი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან და „ლელოს“ პროგრამას გააცნობენ.

მის: რუსთავი, ზაქარია ფალიაშვილის ქუჩის მიმდებარედ, ე.წ. ჩიკაგოს სკვერი.

3 სექტემბერს, 20:00 საათზე, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის მხარდამჭერთა დარბაზი გაიხსნება.

მის: მელიქიშვილის # 10

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა