ქარიშხალ „იდას“ შედეგად, აშშ-ში 22 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში, ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის შტატებში ძლიერი წვიმის და წყალდიდობის შედეგად, რომელიც ქარიშხალმა „იდამ“ გამოიწვია, სულ მცირე, 22 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ტელეკომპანია NBC ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება.

მათი მონაცემებით, ნიუ-იორკში სტიქიას რვა ადამიანი ემსხვერპლა, ნიუ-ჯერსიში კი 14 ადამიანი. ორივე შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ნიუ-იორკში დაღუპულთა შორის ორი წლის ბავშვი და სამი ქალია.

ნიუ-იორკში რამდენიმე საათის განმავლობაში 15-25 სანტიმეტრამდე ნალექი მოვიდა. სტიქიამ, ძირითადად, ბრუკლინისა და ქვინსის რაიონები დააზარალა, სადაც ადგილობრივები სახლების, ქუჩებისა და მეტროპოლიტენის დატბორვის შესახებ იუწყებიან. სტიქიამ ხელი შეუშალა აეროპორტების მუშაობას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა