იოშიჰიდე სუგა მმართველი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს

იაპონიის პრემიერ-მინისტრი იოშიჰიდე სუგა აცხადებს, რომ მმართველი პარტიის, „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“, თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, - ინფორმაციას მედია საშუალებები ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, ამით სუგამ მინიშნება გააკეთა, რომ პრემიერის თანამდებობას ტოვებს.

იოშიჰიდე სუგას განმარტებით, სურს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაზე იყოს ფოკუსირებული და არა არჩევნებზე.

ცნობისათვის, იაპონიის პრემიერის მიმართ ბოლო დროს საზოგადოებაში უკმაყოფილებამ იმატა. სუგას პანდემიის საწინააღმდეგ არასათანადო ზომების გადატარებაში ადანაშაულებენ. პრემიერი მწვავედ გააკრიტიკეს იმის გამოც, რომ შემაშფოთებელი ეპიდსიტუაციის მიუხედავად ქვეყანაში ზაფხულის ოლიმპიადა ჩატარდა.

„ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარის არჩევნები 29 სექტემბერსაა დაგეგმილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა