კახა კალაძე - მადლობა, მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს! ამ ეტაპზე სესხის აღების საჭიროება არ არის

მადლობა, მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს! ამ ეტაპზე სესხის აღების საჭიროება არ არის, თუ დადგება ამის საჭიროება აუცილებლად მივმართავთ მათ, - ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ქვეყნის პირველი პირი ყველაფერს იღონებს, რომ მმართველმა ძალამ ევროპულ გზას არ გადაუხვიოს.

კალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ევროკავშირისგან სესხის აღების საჭიროება არ არსებობს.

“პრეზიდენტის განცხადება არ მომისმენია. სესხს რაც შეეხება, ამ ეტაპზე სესხის აღების საჭიროება არ არის, თუ დადგება ამის საჭიროება აუცილებლად მივმართავთ მათ. ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ არის. მადლობა, მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს!

თქვენი მცდელობაა, საზოგადოება, რიგითი ადამიანები მოატყუოთ”, - მიმართა კალაძემ ჟურნალისტებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა