ვლადიმერ პუტინი - ადრე თუ გვიან და რაც მალე მით უკეთესი, სრულად აღვადგენთ ურთიერთობებს უკრაინასთან

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინასთან ურთიერთობასთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია არანორმალური და არაბუნებრივია და იმედოვნებს, რომ მომავალში რუსეთ-უკრაინის ურთიერთობები სრულად აღდგება, - რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა შესაბამისი განცხადება აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა.

„მიმაჩნია, რომ არსებული სიტუაცია აბსოლუტურად არანორმალური და არაბუნებრივია და ადრე თუ გვიან და რაც მალე მით უკეთესი, ჩვენ სრული მასშტაბით აღვადგენთ ჩვენს ურთიერთობებს უკრაინასთან", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

კითხვაზე, დადგება თუ არა დღე, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი დაესწრება ფორუმს რუსეთში, ვლადიმერ პუტინმა უპასუხა, რომ მას ამის ძალიან დიდი იმედი აქვს.

ცნობისათვის, აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმი ვლადივოსტოკში გუშინ გაიხსნა და 4 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს