მიხეილ სარჯველაძე - პრეზიდენტის გამოსვლაში გარკვეული ნაწილი იყო, რაც შეიძლება გაზიარებადი იყოს, მათ შორის, ოპოზიციის კრიტიკა, მაგრამ ხელისუფლების მიმართ კრიტიკას არ ვეთანხმები

პრეზიდენტის გამოსვლაში გარკვეული ნაწილი იყო, რაც შეიძლება გაზიარებადი იყოს, მათ შორის, ოპოზიცის მიმართ კრიტიკა, მაგრამ ხელისუფლების მიმართ კრიტიკას არ ვეთანხმები, - ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ჟურნალისტებთან მაკროფინანსურ დახმარებაზე პრეზიდენტის განცხადებას.

მისი თქმით, როგორც ჩანს, პრეზიდენტს გარკვეულ საკითხებზე განსხვავებული მოსაზრებები და მოლოდინებიც აქვს.

„ხელისუფლების მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ შეფასებებს არ ვეთანხმები. გამოსვლაში გარკვეული ნაწილი იყო, რაც შეიძლება გაზიარებადი იყოს, მათ შორის ოპოზიცის მიმართ კრიტიკა, რადგან ჩვენს მოსაზრებას ემთხვევა, მაგრამ ხელისუფლების მიმართ კრიტიკას არ ვეთანხმები. კრიტიკა საგნობრივი უნდა იყოს. თუ კრიტიკა დამსახურებულია, მიღებული იქნება, მაგრამ ახლა ნამდვილად ვერ დავეთანხმები, რომ ამ შემთხვევაში კრიტიკა დამსახურებულია ხელისუფლების მიმართ,"- განაცხადა სარჯველაძემ.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ 19 აპრილის შეთანხმებაზე ახლა ხელის მოწერას ნულის ფასი აქვს და ამან დაადასტურა, რომ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება შეთანხმება დაეტოვებინა, სწორი იყო.

"როცა "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამ დოკუმენტზე ხელმოწერით დესტრუქციის გამწვავებისა და პოლარიზაციის შემოტანის მეტი რესურსი დაინახა, ხელმოწერის გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, რაც კარგი მაჩვენებელია იმის, თუ როგორია მათი დამოკიდებულება და ზრახვები. ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რამდენად სწორია "ქართული ოცნების" მიერ დოკუმენტიდან გასვლის თაობაზე გადაწყვეტილება,"- განაცხადა სარჯველაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა