ვლადიმერ პუტინი - ავღანეთში კატასტროფული სიტუაციაა

ამერიკული ჯარების გაყვანის შემდეგ ავღანელებისა და ავღანეთის მდგომარეობა კატასტროფულია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„მართლაც, ეს არის კატასტროფა. ეს სიმართლეა. ეს არ არის ჩემი სიტყვები. ეს არის თავად ამერიკელი ანალიტიკოსების სიტყვები. ეს არის კატასტროფა, რადგან ამერიკელებმა, რომლებიც ძალიან პრაგმატულები არიან, 1.5 ტრილიონი დოლარი დახარჯეს და რა იყო შედეგი? ნულოვანი. თუ შეხედავთ ავღანეთში მიტოვებული იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებიც შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისთვის მუშაობდნენ, ეს არის ჰუმანიტარული კატასტროფა“, - აღნიშნა პუტინმა.

მისივე თქმით, ქვეყნებისთვის დემოკრატიული სახელმწიფო სისტემის ძალით თავს მოხვევა მიუღებელია და ხალხი დამოუკიდებლად უნდა მივიდეს დემოკრატიამდე.

„თუკი რომელიმე ერს დემოკრატია სჭირდება ხალხი თვითონ მივა აქამდე, არ არის საჭირო ამის გაკეთება ძალადობრივი საშუალებებით", - აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი