პრემიერი - მთავრობა წყვეტს, როდის აიღოს სესხი და როდის არა - ვფიქრობ, პრეზიდენტს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია და ჩვენ მას ავუხსნით

საქართველოს მთავრობა წყვეტს, როდის აიღოს სესხი და როდის არა - ვფიქრობ, პრეზიდენტს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია და ჩვენ მას ავუხსნით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რომ ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმა მისთვის „ძნელად გასაგებია“.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, შეფასება, რომ საქართველოს მთავრობამ ევროპულ ვალზე თქვა უარი, გაზვიადებულია.

ამასთან, ღარიბაშილი კიდევ ერთხელ განმარტავს, რატომ თქვა საქართველომ უარი ევროკავშირისგან 75 მლნ ევროს მიღებაზე და აცხადებს, რომ ეს ფაქტი ევროკავშირთან ურთიერთობის გადახედვას არ ნიშნავს.

„ვფიქრობ, პრეზიდენტს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია. ჩვენ მას ავუხსნით, მივაწოდებთ ინფორმაციას იმის თაობაზე, რა ვალზეა საუბარი და როგორ არის დიფერენცირებული ეს ვალები, როგორ მართავს მთავრობა მთელ ამ პროცესს. ვფიქრობ, გაზვიადებული შეფასებაა, რომ მთავრობამ ევროპულ ვალზე თქვა უარი. ევროკავშირის სესხი აღარ იყო საჭირო. მთავრობამ გადაწყვიტა ეტაპობრივად საგარეო ვალის შემცირება. ამ კონკრეტულმა სესხმა შეიძინა განსაკუთრებული პოლიტკური დატვირთვა. მითუმეტეს, საარჩევნო კამპანიის დროს, ჩვენი ოპონენტები სპეკულირებდნენ ამ სესხით. სესხი იყო დაკავშირებული სასამართლო რეფორმასთან - ასეთი წვრილმანებით როდესაც ვკონცენტრირდებით, ვფიქრობ, დამაკნინებელი და დამაზიანებელია საქართველო- ევროკავშირის ურთიერთობისთვის იმიტომ, რომ ჩვენ გაცილებით მაღალი დონის ურთიერთობა გვაკავშირებს ევროკავშირთან, ვიდრე კონკრეტული სესხის ნაწილი. 75 მლნ ევრო რაიმე კრიტიკულ მნიშვნელობას არ იძენს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთავრობა აჩერებს თუ გადახედავს ევროკავშირთან ურთიერთობას ამ მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ძალიან წარმატებული თანამშრომლობა ევროკავშრთან და სხვა საფინანსო დონორებთან, რომლებიც წლებია საქართველოს ეხმარებიან და გვაქვს აწყობილი ურთიერთობა. ეს სესხი არაფრით არ უკავშირდებოდა არც რიკოთის გზების მშენებლობას და ა.შ. მაღალი ალბათობით პრეზიდენტს არ ჰქონდა ინფორმაცია, მაგრამ მე დავავალებ ადმინისტრაციას და ინფორმაციას აუცილებლად მივაწოდებთ. ზედმეტი დრამატიზება საჭირო არაა. პრეზიდეტს თავისი აზრი აქვს, მისი უფლებაა განსხვავებული აზრი ჰქონდეს. ჩვენ ასე ვხედვათ, სააკაშვილი სხვანაირად ხედავს...“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმა, მისთვის „ძნელად გასაგებია“. მისივე თქმით, „ცოტა არ იყოს პარადოქსულადაც ჟღერს ერთი ხელით ევროპის სესხზე უარის თქმა და მეორე მხრივ, სხვადასხვა პროექტებზე, მათ შორის რიკოთის მაგისტრალის მშენებლობაზე აპელირება, მაშინ, როცა იგი დიდწილად ევროპიდან წამოსული სესხებით ხორციელდება“.

დავით ზურაბიშვილი - ვეთანხმები მოსაზრებას, რომ დღეს არსებული ოპოზიციური ისტებლიშმენტი და პოლიტიკური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება
Acıbadem-ის გლობალური სამეცნიერო ძალა: სამი წამყვანი ექიმი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მეცნიერთა შორის
აპლიკაცია SilkGo და ვიდეოპორტალი Myvideo გაერთიანდა
სასტუმრო „ტელეგრაფის“ ახალი სივრცე „Network Lounge by Silknet“ პირველ გამოფენას მასპინძლობს