იენს სტოლტენბერგი რუსეთს მოუწოდებს, სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით გამჭვირვალედ და პროგნოზირებულად იმოქმედოს

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთს მოუწოდებს, სამხედრო წვრთნებთან „დასავლეთი 2021“ დაკავშირებით გამჭვირვალედ და პროგნოზირებულად იმოქმედოს.

”რუსეთი უნდა მოიქცეს პროგნოზირებულად და გამჭვირვალედ. ადრე ვნახეთ, რომ წვრთნებში მონაწილე ჯარისკაცების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა გამოცხადებულ რიცხვებს”, - აღნიშნა სტოლტენბერგმა და მოსკოვს მოუწოდა, შეასრულოს ვენის დოკუმენტით გათვალისწინებული ვალდებულებები, რომელიც ევროპაში სამხედრო წვრთნების ჩატარების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებას წარმოადგენს.

სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი წვრთნებთან დაკავშირებით სიფხიზლეს გამოიჩენს.

"რეალობა ისაა, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ რუსეთს არასდროს დაუშვია, სავალდებულო ინსპექტირებისთვის წვრთნები ღია ყოფილიყო. ასე რომ, სიფხიზლეს გამოვიჩენთ,“- აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ნატო-ს წევრები აცხადებენ, რომ „დასავლეთი 2017“ დროს რუსეთმა წვრთნების მასშტაბის შესახებ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. ონლაინ ჟურნალ NATO Review-ის თანახმად, „დასავლეთი 2017“-ის დროს რუსეთმა 60 000-დან 70 000-მდე ჯარისკაცის მობილიზება განახორციელა, თუმცა ოფიციალურად განაცხადა, რომ წვრთნებში 12 700-მდე სამხედრო მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, რუსეთ-ბელარუსის სამხედრო წვრთნები "დასავლეთი -2021" 10-16 სექტემბერს რუსეთისა და ბელარუსის ტერიტორიებზე გაიმართება და მასში ათასობით სამხედრო, ასევე ტანკები, არტილერია და საფრენი აპარატები იქნება ჩართული. წვრთნების ჩატარება ბელარუსის გროდნოს რეგიონში, რომელიც ნატო-ს წევრ პოლონეთსა და ლიეტუვას ესაზღვრება, დასავლეთის შეშფოთებას იწვევს.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

იენს სტოლტენბერგი რუსეთს მოუწოდებს, სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით გამჭვირვალედ და პროგნოზირებულად იმოქმედოს

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთს მოუწოდებს, სამხედრო წვრთნებთან „დასავლეთი 2021“ დაკავშირებით გამჭვირვალედ და პროგნოზირებულად იმოქმედოს.

”რუსეთი უნდა მოიქცეს პროგნოზირებულად და გამჭვირვალედ. ადრე ვნახეთ, რომ წვრთნებში მონაწილე ჯარისკაცების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა გამოცხადებულ რიცხვებს”, - აღნიშნა სტოლტენბერგმა და მოსკოვს მოუწოდა, შეასრულოს ვენის დოკუმენტით გათვალისწინებული ვალდებულებები, რომელიც ევროპაში სამხედრო წვრთნების ჩატარების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებას წარმოადგენს.

სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი წვრთნებთან დაკავშირებით სიფხიზლეს გამოიჩენს.

"რეალობა ისაა, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ რუსეთს არასდროს დაუშვია, სავალდებულო ინსპექტირებისთვის წვრთნები ღია ყოფილიყო. ასე რომ, სიფხიზლეს გამოვიჩენთ,“- აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ნატო-ს წევრები აცხადებენ, რომ „დასავლეთი 2017“ დროს რუსეთმა წვრთნების მასშტაბის შესახებ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. ონლაინ ჟურნალ NATO Review-ის თანახმად, „დასავლეთი 2017“-ის დროს რუსეთმა 60 000-დან 70 000-მდე ჯარისკაცის მობილიზება განახორციელა, თუმცა ოფიციალურად განაცხადა, რომ წვრთნებში 12 700-მდე სამხედრო მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, რუსეთ-ბელარუსის სამხედრო წვრთნები "დასავლეთი -2021" 10-16 სექტემბერს რუსეთისა და ბელარუსის ტერიტორიებზე გაიმართება და მასში ათასობით სამხედრო, ასევე ტანკები, არტილერია და საფრენი აპარატები იქნება ჩართული. წვრთნების ჩატარება ბელარუსის გროდნოს რეგიონში, რომელიც ნატო-ს წევრ პოლონეთსა და ლიეტუვას ესაზღვრება, დასავლეთის შეშფოთებას იწვევს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია