ჯოზეფ ბორელი - ჩვენ ავღანეთის ახალ მთავრობასთან თანამშრომლობა მოგვიწევს, რაც აღიარებას არ ნიშნავს

ავღანეთის მოსახლეობის მხარდაჭერისთვის, ჩვენ მოგვიწევს ავღანეთის ახალ მთავრობასთან თანამშრომლობა, რაც არ ნიშნავს აღიარებას, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე განაცხადა.

„აშკარაა ის, რომ ავღანეთის მომავალი რჩება ჩვენთვის მთავარ საკითხად. ის გავლენას ახდენს ჩვენზე, რეგიონზე, საერთაშორისო სტაბილურობაზე და ასევე, პირდაპირ გავლენას ახდენს ევროპის უსაფრთხოებაზე. ჩვენ მზად ვართ, ავღანელ ხალხს დავეხმაროთ. ავღანეთის მოსახლეობის მხარდაჭერისთვის კი მოგვიწევს ავღანეთის ახალ მთავრობასთან თანამშრომლობა, რაც არ ნიშნავს აღიარებას, ეს არის ოპერატიული ჩართულობა,“- აღნიშნა ბორელმა.

მისივე თქმით, ამ თანამშრომლობის განვითარება დამოკიდებულია ახალი მთავრობის ქცევაზე.

„ჩვენ შევაფასებთ ამ ქცევას და ახალ მთავრობასთან ვითანამშრომლებთ მათ მიერ ვალდებულებების შესრულების შესაბამისად. ეს ვალდებულებებია : ავღანეთი არ იქცეს სხვა ქვეყნებში ტერორიზმის ექსპორტის პუნქტად; მეორე, დაცული იყოს ადამიანის უფლებები, მათ შორის ქალთა უფლებები, კანონის უზენაესობა და მედიის თავისუფლება; მესამე, ინკლუზიური და წარმომადგენლობითი გარდამავალი მთავრობის შექმნის უზრუნველყოფა ავღანეთის პოლიტიკურ ძალებს შორის მოლაპარაკებების გზით; მეოთხე ჰუმანიტარულ დახმარებაზე თავისუფალი წვდომა; ბოლოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და ქვეყნის დატოვების მსურველი რისკის ქვეშ მყოფი ავღანელების გამგზავრებასთან დაკავშირებით აღებული ვალდებულების შესრულება,“- აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა