ლეონიდ სლუცკი - რუსეთი ვალდებული არ არის სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით ნატო-ს ანგარიში ჩააბაროს

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი აცხადებს, რომ ნატო-რუსეთს შორის არსებული დიალოგის დაბალი დონის გათვალისწინებით რუსეთი ვალდებული არ არის სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით ნატო-ს ინფორმაცია მიაწოდოს.

„თანამშრომლობა ორმხრივი მოძრაობის გზაა. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ცალმხრივად შეამცირა რუსეთთან ურთიერთობების დონე. ეს მათი არჩევანია", -განაცხადა სლუცკიმ.

მისი თქმით, „რუსეთი ნამდვილად არ არის ვალდებული ასეთი ტონით საუბრით ვინმეს ანგარიში ჩააბაროს“, მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ პოლონეთში ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებია განლაგებული, „პერიოდულად კი რუსეთის საზღვრებთან ახლოს მდებარე ქვეყნებში ამერიკული ძალების გადასროლა ხდება.

„რაც შეეხება უკრაინის შეშფოთებას, აქ სათქმელიც არაფერია“, - აღნიშნა სლუცკიმ.

შეგახსენებთ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, სამხედრო წვრთნებთან „დასავლეთი 2021“ დაკავშირებით გამჭვირვალედ და პროგნოზირებულად იმოქმედოს.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?