გიორგი ტყემალაძე მცხეთისა და კეკელიძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა

"ქართული ოცნების" ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს, ამჯერად, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრა მცხეთისა და კეკელიძის ქუჩის მცხოვრებლებთან გაიმართა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობის თხოვნები მოისმინა და ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გააცნო.

"ვაგრძელებთ შეხვედრებს ვაკის რაიონის მოსახლეობასთან, ვისმენთ მათ თხოვნებს და ვაცნობთ სამომავლო გეგმებს. მოსახლეობა აქტიურად არის ჩართული თავიანთი უბნის პრიორიტეტების განსაზღვრაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყველაზე უკეთ სწორედ მათ იციან, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ესა თუ ის ქუჩა. ჩვენ გვაქვს ქალაქის გრძელვადიანი განვითარების სწორი ხედვა და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ყველა გამოწვევას ეტაპობრივად ვუპასუხებთ", - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა