თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი - კოვიდ-19-ით დაღუპულთა უმეტესობა არავაქცინირებული პირია

თურქეთში კოვიდ-19-ით დაინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევების 80–90% არავაქცინირებულებზე ან ვაქცინის ერთი დოზით აცრილ პირებზე მოდის, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჩამ განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა ადამიანების სრულად ვაქცინირების აუცილებლობას, იმისთვის რომ თავიდან აიცილონ ვირუსით ინფიცირება, ჰოსპიტალიზაცია ან სიკვდილი.

„18 წლის და უფროსი ასაკის ჩვენი მოსახლეობის 78 %-ზე მეტს ერთი დოზა აქვს მიღებული, 60 %-ზე მეტი კი სრულად ვაქცინირებულია,“- აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, თურქეთში ამჟამად 500 000 აქტიური შემთხვევაა და 81% იმ ადამიანებზე მოდის, რომლებიც სრულად ვაქცინირებულები არ არიან. ამასთან, ჰოსპიტალიზებული და დაღუპული პირების 90 %-ს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის არცერთი ან მხოლოდ ერთი დოზა აქვთ მიღებული. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანაში ახალი შემთხვევების უმეტესობა 15-45 წლის ასაკის მოქალაქეებს შორის ფიქსირდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა