მედია - ფანჯშირის ხეობაში „თალიბანსა“ და წინააღმდეგობის მოძრაობას შორის ბრძოლა გრძელდება, დაღუპულია ასობით ადამიანი

ავღანეთის ფანჯშირის ხეობაში „თალიბანსა“ და წინააღმდეგობის მოძრაობას შორის მძიმე ბრძოლები გრძელდება. ვრცელდება ინფორმაცია ასობით დაღუპულის შესახებ, - ამის შესახებ BBC-ი იუწყება. ამასთან, „თალიბანის“ წარმომადგენლებმა Reuters-ს განუცხადეს, რომ მათ ხეობა აიღეს. წინააღმდეგობის მოძრაობას მებრძოლები ამ ინფორმაციას უარყოფენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ მდგომარეობა რთულია.

"ეჭვგარეშეა, რომ რთულ სიტუაციაში ვართ, მაგრამ არ დავნებდებით, ჩვენ ვიბრძვით ავღანეთისთვის,“- აცხადებს ავღანეთის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ამრულა სალეჰი ვიდეო ჩანაწერში, რომელიც მან BBC-ის გაუგზავნა. სალეჰი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მან ქვეყანა დატოვა.

ცნობისთვის, ფანჯშირი ავღანეთის ერთადერთი პროვინციაა, რომელსაც „თალიბანი“ ჯერჯერობით ვერ აკონტროლებს. ფანჯშირში წინააღმდეგობის მოძრაობას სათავეში უდგას აჰმად მასუდი, რომელიც ცნობილი სარდლის, აჰმად შაჰ მასუდის ვაჟია. აჰმად შაჰ მასუდი წარსულში იბრძოდა როგორც საბჭოთა კავშირის ძალების, ასევე „თალიბების“ წინააღმდეგ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა