ირაკლი ღარიბაშვილი - ოპონენტებისგან  მუდმივად მიმდინარეობს კრიტიკა, რომ ჩვენი მმართველობის დროს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა, სატრაბახო არაა, მაგრამ ეს მაჩვენებლი 10 ათასითაა გაზრდილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უსაფუძვლო კრიტიკას უწოდებს ოპონენტების განცხადებებს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა და ამბობს, რომ ეს მაჩვენებელი 10 ათასით გაიზარდა. როგორც ღარიბაშვილმა ხონში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა, ზრდის ეს მაჩვენებელლი სატრაბახო არაა, თუმცა აუცილებელია, რომ „მოსახლეობას სიმართლე უთხრან“.

„მუდმივად მიმდინარეობს აპელირება და კრიტიკა ჩვენი ოპონენტების მხრიდან, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა და ა.შ. წინა ხელისუფლების, სააკაშვილის დროს, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით საქართველოს მოსახლეობა 219 ათასი ადამიანით შემცირდა. ჩვენ დროს მცირედი ზრდაა და სატრაბახო არაა, მაგრამ სიმართლე უნდა ვუთხრათ მათ და ჩვენს მოსახლეობას, რომ ეს მაჩვენებლი 10 ათასითაა გაზრდილი. მცირედია ეს, მაგრამ, როდესაც საუბარია უსაფუძვლო კრიტიკაზე, აუცილებელია მოვიყვანოთ ფაქტები და მოსახლეობას სიმართლე ვუთხრათ“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა