სომხეთში კორონავირუსის 621 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 12 ადამიანი

სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 621 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ სომხური მედია ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით იუწყება.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 12 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 4 904-მდე გაიზარდა. პანდემიის დაწყების დღიდან, საერთო ჯამში, სომხეთში 244 602 პირი დაინფიცირდა.

გამოჯანმრთელდა 228 736 ადამიანი. ამასთან, ქვეყანაში ამჟამად 10 000-ზე მეტი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა