რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 7 მილიონს გადააჭარბა

რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 18 645 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 793 ადამიანი გარდაიცვალა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსეთში ჯამში, ინფიცირების 7 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს 187 200 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა 6.27 მილიონი პაციენტი.

პლატფორმა worldometer-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი აშშ-ის, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ მსოფლიოში მე-4 ადგილზეა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა