პრემიერი “ნაცმოძრაობაზე” - არათუ უნიჭო დიქტატორებმა, არამედ საუკუნეების მანძილზე ვერც ერთმა ოკუპანტმა ვერ გატეხა თავისუფლებისმოყვარე და ღირსების მქონე ქართველი ხალხი, ამ ბრიყვებმა სცადეს და მიიღეს საკადრისი პასუხი

ჩვენ არავის მივცემთ უფლებას და საშუალებას, რომ ჩვენს საყვარელ მოსახლეობას ისე მოექცნენ, როგორც ექცეოდნენ სულ რაღაც 8-9 წლის წინ, როგორც ჩაგრავდნენ ჩვენს ღირსეულ ხალხს, ჩვენს თავისუფლების მოყვარულ და ღირსების მოყვარულ მოსახლეობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ცაგერის მერობის კანდიდატის, გიორგი ნემსაძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, „ნაცმოძრაობამ“ ერთხელ უკვე დაანგრია ქვეყანა და მათ მეორედ ამის გაკეთების საშუალება არ მიეცემათ.

„ხომ კარგად ვნახეთ და ყველა დარწმუნდა, არათუ ეს უნიჭო დიქტატორები, არამედ ქართველი ერის არსებობის საუკუნეების მანძილზე ვერც ერთმა ოკუპანტმა ვერ გატეხა ქართველი ხალხი, თავისუფლების მოყვარული და ღირსების მქონე ქართველი ხალხი. ამ ბრიყვებმა დაიჯერეს და სცადეს და მიიღეს საკადრისი პასუხი ჩვენი ღირსეული ქართველი ხალხისგან. ასეც გაგრძელდება. მათ ერთხელ უკვე დაანგრიეს ქვეყანა და არ მივცემთ ხელმეორედ ამის გაკეთების უფლებას. შევინარჩუნებთ მშვიდობას, სტაბილურობას და კიდევ უფრო მაგარი ტემპებით გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობას - ამ გეგმებით, ამ ამბიციური ხედვებით და კონკრეტული ამოცანებით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა