გაერო - ს გენერალური მდივანი - ისე, როგორც არასდროს, ახლა ავღანელ ბავშვებს, ქალებსა და კაცებს სჭირდებათ მხარდაჭერა და საერთაშორისო საზოგადოების სოლიდარობა

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში საერთაშორისო საზოგადოებას ავღანელი ხალხის დასახმარებლად მოუწოდებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს.

„ისე, როგორც არასდროს, ახლა ავღანელ ბავშვებს, ქალებსა და კაცებს სჭირდებათ მხარდაჭერა და საერთაშორისო საზოგადოების სოლიდარობა. 13 სექტემბერს ავღანეთისთვის, გავმართავ მაღალი დონის ჰუმანიტარულ კონფერენციას, რათა მხარი დავუჭიროთ დაფინანსების სწრაფ გაფართოებასა და მასზე სრულფასოვან და შეუზღუდავ წვდომას მათთვის, ვისაც ის სჭირდებათ“, - წერს გაერო-ს გენერალური მდივანი.

ანოტნიო გუტერეშმა ავღანელი ხალხის დასახმარებლად საერთაშორისო კონფერენციის გამართვის თაობაზე რამდენიმე დღის წინ განაცხადა. მისივე თქმით, კონფერენციის მიზანი ავღანეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების დაფინანსების სწრაფი გაზრდის ხელშეწყობაა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა