ვატო შაქარიშვილი სოფელი დიღმის განვითარების ფონდის შექმნის ინიციატივით გამოდის

საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ვატო შაქარიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. შაქარიშვილი გრიგოლ ხანძთელის ქუჩის მცხოვრებლების პრობლემებს გაეცნო.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნულ მისამართზე, ისევე როგორც მთელ სოფელ დიღომში, ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურაა.

“2007 წლიდან სოფელი დიღომი თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებშია და სამწუხაროდ, დღემდე მოუწესრიგებელია გზები. ფაქტიბრივად, არ არსებობს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები”, - აღნიშნავს შაქარიშვილი.

დამოუკიდებელმა მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობას აღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად სოფელი დიღმის მიზნიბრივი ფონდის შექმნის იდეა შესთავაზა, რომლის საშუალებითაც ინფრასტრუქტურის პროექტები დაფინანსდება.

“სხვაგვარად წარმოუდგენლად მიმაჩნია საშუალო და თუნდაც გრძელვადიან პერსპექტივაში სრულად მოგვარდეს ინფრასტრუქტურის პრობლემები”, - აცხადებს დამოუკიდებელი კანდიდატი.

“შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტებზე. მოსახლეობამ უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ სოფელ დიღომში არსებული ოთხივე სამარშრუტო ხაზი მხოლოდ დიდუბის მეტროს მიმართულებით მოძრაობს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

“მე ვუშუამდგომლებ მაცხოვრებლებს სატრანსპორტო სამსახურთან, რათა შეიცვალოს მარშრუტები და მოერგოს ხალხის საჭიროებებს”, - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

რამაზ საყვარელიძე - თუ „ქოც/ნაცებმა“ მიაღწიეს საწადელს, ისევ დატოვეს ამომრჩეველი ორ პოლუსს შორის, მაშინ არაფერი შეიცვლება, ამ კინოსაც ის დასასრული ექნება, რაც ადრინდელ კინოებს ჰქონდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.09.2021
დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
წინანდლის ფესტივალის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს
ქართველმა მეცნიერებმა და ევროკავშირის დაძმობილების პროექტის ექსპერტებმა "მწვანე გარიგების” პერსპექტივები განიხილეს
„სს ფუდმარტი“ რიგით მე-500 მაღაზიას ხსნის
სტერეო +  განცხადებას ავრცელებს