ანონსი 6 სექტემბერი

6 სექტემბერს, 10:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მის: ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).

6 სექტემბერს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში უსაფრთხოებისა და სამხედრო საკითხების ანალიტიკოსი, ვახტანგ მაისაია განცხადებას გააკეთებს.

თემა: „ავღანეთის კრიზისი: ახალი გეოპოლიტიკური ვითარება ცენტრალურ აზიაში და ძალთა გადანაწილება რეგიონში. ლავროვის განცხადება".

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

6 სექტემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: ინგოროყვას 7

6 სექტემბერს, 11:00 საათზე, თბილისის მერი კახა კალაძე სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ნარკოტესტს ჩააბარებს.

მის: ჭავჭავაძის 84.

6 სექტემბერს, 11:00 საათზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

მის: ჭავჭავაძის ქ.47

6 სექტემბერს, 11:00 საათზე "ლელოს" მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი და სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გულო ზუმბაძე გამართავენ ბრიფინს, ვარკეთილის მეტროს და კორუფციული თემის შესახებ.

მის: ვარკეთილის მეტროს წინ

საკონტაქტო - 577624445

6 სექტემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში "კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" თავმჯდომარე, ანალიტიკოსი ზაალ კასრელიშვილი განცხადებას გააკეთებს.

თემა: „ავღანეთის კრიზისი: ახალი გეოპოლიტიკური ვითარება ცენტრალურ აზიაში და ძალთა გადანაწილება რეგიონში. ლავროვის განცხადება".

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

6 სექტემბერს, 12:00 საათზე, პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ნარკოტესტის ჩაბარების პროცედურების შესახებ ბრიფინგს გამართავს.

მის: ილია ჭავჭავაძის გამზირი 84

6 სექტემბერს, 12:00 საათზე, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია სტუ-ს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის პროგრამის წარჩინებულ სტუდენტებს დააჯილდოებს.

მის: ა.მიცკევიჩის 19

6 სექტემბერს, 12:00 საათზე, თბილისის მერი კახა კალაძე აკაკი წერეთლის სახელობის ბიბლიოთეკის ახლად რეაბილიტირებულ ფილიალს გახსნის.

მის: ჭავჭავაძის 24.

საკონტაქტო პირი: ნათია რთველიაშვილი - +995595335040

6 სექტემბერს 12:00 საათზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომუშავე ასოციაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრას გამართავს, რომლის ფარგლებშიც მათ საქართველოში ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის აღდგენის დინამიკის ტენდენციებს გააცნობს.

მის: მერაბ კოსტავას 14, სასტუმრო სტამბას ღია ვერანდა

6 სექტემბერს, 12:00 საათზე, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 5 ივლისის საქმეზე განცხადებას გააკეთებს.

მის: დავით აღმაშენებლის 80

6 სექტემბერს, 13:00 საათზე, პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მის: პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული).

6 სექტემბერს, 13:00 საათზე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია მიმდინარე თემებთან დაკავშირებით კომენტარს გააკეთებს.

მის: წერეთლის 144. მე-8 სართული

6 სექტემბერს, 14:30 საათზე, პარტია „ელენე ხოშტარია - დროას“ ლიდერები მოწვეულ ექსპერტებს შეხვდებიან და მათთან ერთად განიხილავენ რა საფრთხეებს შეიცავს ხელისუფლების მიერ ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე უარის თქმა ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის.

შეხვედრას დაესწრებიან პარტიის წარმომადგენლები: ელენე ხოშტარია, ბათუ ქუთელია, დავით სიხარულიძე, ნინო გოგუაძე და მოწვეული ექსპერტები: გია ჯაფარიძე, ეკა აკობია, გიორგი ბადრიძე, ნოდარ ხარშილაძე.

მის: ირაკლი აბაშიძის 48

6 სექტემბერს 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში „ლელოს“ ლიდერების მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

6 სექტემბერს, 17.00 საათზე, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება.

6 სექტემბერს, 18:00 საათზე, პარტიის "ელენე ხოშტარია - დროა" დამფუძნებელი ელენე ხოშტარია, წევრებთან ნათია ლეთოდიანთან და შუშანა მაცაბერიძესთან ერთად ბრიფინგს გამართავს.

თემა: ნათია ლეთოდიანის და შუშანა მაცაბერიძის 5000-5000 ლარით დააჯარიმება.

მის: ირაკლი აბაშიძის 48.

6 სექტემბერს, 20:00 საათზე, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე საკუთარი საარჩევნო პროგრამის ძირითად მიმართულებებს წარადგენს.

მის: წერეთლის 118, საგამოფენო ცენტრი "ექსპო ჯორჯია"

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა