გვინეაში ჯარისკაცები აცხადებენ, რომ პრეზიდენტი დააკავეს და ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს

გვინეის პრეზიდენტის, ალფა კონდეს ბედი გაურკვეველია მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ტელევიზიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანან ჯარისკაცები, რომლებიც პრეზიდენტის გარშემო დგანან და აცხადებენ, რომ მთავრობა დაშალეს.

ჯარისკაცები ასევე ირწმუნებიან, რომ ქვეყნის ყველა სახმელეთო და საჰაერო საზღვარი ერთი კვირით დაიხურა.

ვიდეოს გავრცელებამდე ქვეყნის დედაქალაქ კონაკრიში, პრეზიდენტის სასახლესთან ინტენსიური სროლები მიმდინარეობდა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა და აფრიკულმა კავშირმა სახელმწიფო გადატრიალება დაგმეს და პრეზიდენტ კონდეს დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს.

ამასთან, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის დაცვამ დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა აღკვეთა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა