აშშ ყირიმელი თათრების ლიდერის დაკავებას გმობს და რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებას მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

შეერთებული შტატები მკაცრად გმობს რუსეთის მიერ ყირიმელი თათრების მთავარი წარმომადგენლობითი ორგანოს ლიდერის მოადგილისა და ეთნიკური ჯგუფის სულ მცირე 45 სხვა წევრის დაკავებას, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"მოვუწოდებთ რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ისინი", - ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში მიიჩნევენ, რომ რუსეთის ხელისუფლების ეს ნაბიჯი მეჯლისისა და მისი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკურად მოტივირებული რეიდების, დაკავებებისა და სადამსჯელო ღონისძიებების გაგრძელებაა.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარის მოადგილე ნარიმან ძელიალოვი რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებამ ყირიმში შაბათს დააკავა. დაკავებულია 45 სხვა ყირიმელი თათარიც.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა