კრემლის მხარდამჭერი „ტროლების“ თავდასხმის სამიზნე საინფორმაციო ვებგვერდების კომენტარები გახდა - კვლევა

დასავლურ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიებზე რუსეთის ინტერესების მხარდამჭერი კომენტარების განთავსებით ე.წ. „ტროლები“ საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების მოხდენას ცდილობენ, - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ კარდიფის უნივერსიტეტის დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ ახალ კვლევაშია აღნიშნული.

კვლევის თანახმად, ე.წ. „ტროლების“ სამიზნე 16 ქვეყნის 32 ცნობილი მედია ვებგვერდი გახდა, მათ შორის Mail Online-ი, Express -ი, Times -ი, Fox News-ი, Le Figaro, Der Spiegel-ი და Die Welt-ი.

ეს ტაქტიკა წელს აღმოაჩინეს, თუმცა ფიქრობენ, რომ ოპერაცია სულ მცირე 2018 წლიდან დაიწყო.

ბოლო პერიოდში თავდასხმა მიმართული იყო ავღანეთიდან დასავლეთის ძალების გაყვანაზე და მხარს უჭერს რუსეთის ნარატივს ლიბერალური დემოკრატიის დასრულებისა და ნატოს წარუმატებლობის შესახებ.

მკვლევარებმა მკითხველის კომენტარების გასაანალიზებლად ნიმუშის ამოცნობის ტექნიკა გამოიყენეს და აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთი ანგარიში ორგანიზებულად აქვეყნებდა კრემლის მხარდაჭერის გამომხატველ შინაარსს. აღსანიშნავია, რომ შემდეგ ამ კომენტარებს რუსული მედია ორგანიზაციები თავიანთი სტატიების თუ სიუჟეტების მოსამზადებლად იყენებდნენ და რუსულ მედიაში ჩნდებოდა შემდეგი შინაარსის სათაურები : "ბრიტანელებმა თალიბანის ძალაუფლებაში მოსვლა დასავლური ცივილიზაციის დასასრულს შეადარეს“ და ა.შ.

რუსეთი მუდმივად უარყოფს პროპაგანდისტულ და დეზინფორმაციულ ოპერაციებში მონაწილეობას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა