კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ 111 წლის ქალს რესპუბლიკური საავადმყოფოდან დღეს გაწერენ

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ 111 წლის ქალს რესპუბლიკური საავადმყოფოდან დღეს გაწერენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს, პაციენტი კლინიკაში კორონავირუსის დადასტურებიდან მალევე შეიყვანეს.

“ჩვენთან მკურნალობის კურსი თერაპიული მიმართულებით გაიარა, ამჟამად თავს ჯანმრთელად გრძნობს და 14:00 საათზე ვაპირებთ, რომ გავწეროთ. პაციენტი 1910 წელსაა დაბადებული. ის აბსულუტურად ემორჩილებოდა ექიმების ყველა მითითებას. ძალიან მოტივირებული იყო, რომ გამოჯანმრთელებულიყო და მკურნალობის კურსი სრულად ჩაიტარა. მისი შვილიც ჩვენს კლინიკაშია მოთავსებული, დაახლოებით 80 წლის არის. ისიც თავს უკეთესად გრძნობს”, - აცხადებენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა