„თალიბანის“ პრესსპიკერის, ზაბიჰულა მუჯაჰიდის მტკიცებით, ფანჯშირის პროვინციაზე სრული კონტროლი მოიპოვეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სოციალურ მედიაში ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს, რომ „თალიბები“ პროვინციის გუბერნატორის შენობის შესასვლელთან დგანან.
ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის ხელმძღვანელს აჰმად მასუდს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, ფანჯშირის პროვინცია ერთადერთია, რომლის აღებაც „თალიბანმა“ ამ დრომდე ვერ შეძლო და სადაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მათ მებრძოლებსა და ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტს შორის ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს.