ისრაელი ტურისტების მცირე ჯგუფებს ქვეყანაში შესვლის საშუალებას მისცემს

ისრაელი ზოგიერთი ქვეყნიდან ჩასული ტურისტების მცირე ჯგუფებს 19 სექტემბრიდან ქვეყანაში შესვლის ნებას დართავს.

მედიასაშუალებები ისრაელის ტურიზმის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ 5-30- კაციან ჯგუფებს ისრაელის მწვანე, ყვითელი და ნარინჯისფერი ქვეყნების სიებიდან ქვეყანაში შესვლის უფლება იმ შემთხვევაში ექნებათ, თუკი ჯგუფის ყველა წევრი სრულად იქნება ვაქცინირებული. ახალი წესი არ ეხებათ წითელ სიაში შესულ ქვეყნებს.

ამასთან, ისრაელი კვლავ ძალაში ტოვებს ინდივიდუალური ტურისტების მიღებაზე დაწესებულ აკრძალვას.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის მაისში, კორონავირუსის შემთხვევების შემცირების ფონზე ისრაელმა ტურისტების მცირე ჯგუფების ქვეყანაში შესვლის ნებართვა გასცა, თუმცა აგვისტოში, „დელტა“ ვარიანტის გავრცელების შემდეგ, კვლავ აკრძალა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა