თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი მედიასაშულებებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვით, ამერიკელმა ჯარისკაცებმა და შესაბამისმა პერსონალმა ვაზიანში ერთ-ერთი კორპუსი „დაცალეს“.

თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, ავღანეთში საერთაშორისო მისიის დასრულებას ავტომატურად მოჰყვა გადასროლის წინა პროგრამის დასრულება, რადგან ეს პროგრამა მისიისათვის დანაყოფების მომზადებას გულისხმობდა.

„31 აგვისტოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, თავდაცვის სამინისტრომ უკვე გაავრცელა ცნობა, რომ ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში საქართველოს თავდაცვის ძალებსა და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსს შორის ორმხრივი თანამშრომლობის პროგრამის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრო მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის მეთაური, გენერალ-მაიორი ტრეისი კინგი. ცხადია, ავღანეთში საერთაშორისო მისიის დასრულებას ავტომატურად მოჰყვა გადასროლის წინა პროგრამის დასრულებაც, რადგან ეს პროგრამა მისიისათვის დანაყოფების მომზადებას გულისხმობდა. მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას უფრო გულისყურით მოეკიდონ თავდაცვის ძალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა